LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორონავირუსით მსოფლიოში გამოწვეული შედეგები საქართველოს საკმაოდ მძლავრად გადმოეცემა – ვანო მაჭავარიანია

კორონავირუსით მსოფლიოში გამოწვეული შედეგები საქართველოს საკმაოდ მძლავრად გადმოეცემა – ვანო მაჭავარიანია

დაპოსტა 2020/03/05-ში
A A
59
ნახვა
გაზიარება

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ როგორ განვითარდება კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენები, შესაძლოა, უწყებამ როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური სტიმულირების კუთხით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს. ამის შესახებ მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, კორონავირუსით მსოფლიოში გამოწვეული შედეგები საქართველოს საკმაოდ მძლავრად გადმოეცემა.

„მოგეხსენებათ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით, გვაქვს ე.წ. საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაგვევალა და ამ დღეების განმავლობაში ვაანალიზებდით იმ შესაძლო ეკონომიკურ ეფექტს, რაც შეიძლება მოხდეს ამ ბოლო კვირეების მოვლენების შედეგად და ასევე, თუ ეს პრობლემა კიდევ გაგრძელდა. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ეკონომიკის თანამშრომლობის და განვითარების საააგენტოს გუშინდელი განცხადება, სადაც მათ შეაფასეს მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა. მათი ერთი შედარებით, უფრო ოპტიმისტური სცენარით 0,5%-ით იქნება შენელება მსოფლიო ეკონომიკური ზრდის, ხოლო თუ ამან პანდემიური ხასიათი შეიძინა და განვრცობა მოხდა, მაშინ ისინი ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა 1,5% იქნება. რაც ნიშნავს, რომ ნავარაუდევი იყო 2.9% ზრდა და ის განახევრდება. რასაკვირველია, ამ კონტექსტში ჩვენც ვფიქრობთ რამდენად გადმოგვეცემა ეს შენელება.

ჩვენს შემთხვევაში გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ მძლავრია. პირველი, რაც ნელდება ამ დროს, არის ტურიზმი, მოგზაურობა, მათ შორის მივლინებები და ა.შ. გუშინ პრაქტიკულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სავალუტო ფონდში ჩვენი ყოველწლიური, საგაზაფხულო შეხვედრები ამ წელს გაუქმებულიყო და ვიდეოკონფერენციებით ჩავრთულიყავით. პრაქტიკულად ვერავინ იხსენებს, რომ ოდესმე სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა გააუქმა თავისი წლიური შეხვედრა. ასეთი შემთხვევა ალბათ, მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა. შესაბამისად, ამ შემთხვევში, ჩვენ რასაკვირველია, გვეზრდება რისკ-ფაქტორი. იცით, რომ ჩვენი ეკონომიკის წამყვანი სექტორი ტურიზმია. ამ საკითხს ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვაანალიზებთ. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, გვექნება როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პასუხი სტიმულირების კუთხით“, – განაცხადა მაჭავარინმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა დააანონსეს, რომ მზად არიან გამოყონ თანხები, 50 მილიარდი დოლარი იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამ კორონავირუსით.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ქვეყნების რიგში არ მოვხვდებით და უფრო მალე მოგვარდება ეს ყველაფერი. რასაკვირველია, გვაქვს კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ იმ ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს, რომლითაც შევეცდებით შევარბილოთ ის დარტყმა, რაც შეიძლება კორონავირუსმა პოტენციურად შეიძლება მიაყენოს ქვეყანას. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს სრული მასშტაბით არ მოხდება და მოკლევადიანი შეფერხება გვექნება, რომელიც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოწესრიგდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა: „შეიძლება ვიფიქროთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, ასევე რაღაც ტიპის ფისკალურ სტიმულზე, თუმცა, ამ ეტაპზე მემგონი ეს არ დაგვჭირდება“.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე
მთავარი

ქვიტირის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა პედაგოგი თემურ სალდაძე "ქვიტირის საჯარო სკოლა ემშვიდობება ჩვენი სკოლის ღირსეულ მასწავლებელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, საუკეთესო მეგობარს ბატონ თემურ სალდაძეს. ათწლეულების განმავლობაში იგი ღირსეულად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ფიზიკური პირის, ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს.  შემოწმების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც მოქალაქეები მოატყუეს და ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეს კვადროციკლი მოპარეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ კვადროციკლს ფარულად დაეუფლა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სექსუალურ ძალადობა განხორციელდა

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გეგუთუის ციხეში პატიმრებს კოვიდი დაუდასტურდათ
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრებულ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. პენიტენციური სამსახური აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ დავითაძის...

დაწვრილებითDetails

საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტები უკანონოდ შემოჰქონდათ

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სარფში არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს
მთავარი

თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიიის შესრულება, - ამის შესახებ აღნიშნულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"