მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 306 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა 5 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 299 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ შეერთებულ შტატები ლიდერობს, სადაც 60 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. გასული დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირებული საფრანგეთში გამოვლინდა. ინფიცირების მზარდ დინამიკასთან ერთად კვიპროსელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოავლინეს და მას „დელტაკრონი“დაარქვეს.
“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი
ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...










