მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 85 207-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 39 495-ს აღწევს.
„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ვირუსით დღემდე 2 922 ადამიანია დაღუპული, აქედან 2 835 – ჩინეთში, 87 კი – მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ : ირანში -34 ადამიანი, იტალიაში -21, სამხრეთ კორეაში -16, იაპონიაში -10, ჰონგ-კონგში -2, საფრანგეთში -2, ფილიპინებსა და ტაივანში კი ვირუსით თითო ადამიანი გარდაიცვალა.