ჩინეთში კორონავირუსით დაავადებული ადამიანები გონს ქუჩაში კარგავენ. ქუჩებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
რამდენიმე ქალაქში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაკეტილია აეროპორტი და სარკინიგზო სადგურები.
დაცარიელებულია სუპერმარკეტების დახლები, სრულიად გაყიდულია სახის ნიღბები. ქუჩებში პოლიცია პატრულირებს.
ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 849 ადამიანი.
დაავადების შემთხვევები დაფიქსირებულია სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში. ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ ახალ კორონავირუსით უკვე დაინფიცირებულია დაახლოებით 1.7 ათასი ადამიანი.