ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ფინანსურმა პოლიციამ ხობის პოლიციის უფროსის მძღოლი, კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა.
შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბ.კ -ს საკუთარი მანქანით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოჰქონდა სიგარეტი. დაკავებული ფინანსურ პოლიციაში, დაკითხვაზეა.