LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კონდიციონერი დამატებითი რისკი შეიძლება იყოს საჯარო სივრცეში

კონდიციონერი დამატებითი რისკი შეიძლება იყოს საჯარო სივრცეში

დაპოსტა 2020/06/02-ში
A A
280
ნახვა
გაზიარება

ბინებში კონდიციონერის გამოყენება ნაკლები რისკის შემცველია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კონდიციონერი დამატებითი რისკი შეიძლება იყოს საჯარო სივრცეში, სადაც ბევრი უცხო ადამიანი ხვდება ერთმანეთს სხვადასხვა სივრციდან, რომლებიც სხვა შემთხვევაში ოთახის ჰაერს არ გაიზიარებდა.

„წესი უნდა დავიცვათ კონდიცირება იქნება, ვენტილაცია თუ სხვა საშუალება. ამ წესებს გვთავაზობს ევროპის გამათბობლების, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების ასოციაციების ფედერაცია. გამოცემულია გაიდლაინი ამ ფედერაციის მიერ, რომელიც არის ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ვენტილაციის და კონდიცირების სისტემა. ეს რეკომენდაციები ჩვენ შევიტანეთ ბიზნესებისთვის მომზადებულ შესაფერის რეკომენდაციებში. იქ წერია, როგორ უნდა მოხდეს სავენტილაციო სისტემის გამოყენება, სად შეიძლება კონდიცირების სისტემის გამოყენება, რა წესები უნდა დავიცვათ თუ ამას მივმართავთ. მთავარი აქ არის ის, რომ ამ სისტემებმა უნდა გამოიყენონ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გარედან შემოტანილი ჰაერი. საყოფაცხოვრებო პირობებში, ბინებში კონდიცირების გამოყენება ნაკლებად რისკის შემცველია, ვიდრე დიდ საჯარო სივრცეში, რადგან ბინაში ჰაერი ისედაც გაზიარებულია ოჯახის წევრებს შორის, კონდიციონერი კი ამ ჰაერის რეცირკულაციას და გაგრილებას ახდენს. ამდენად, ამ შემთხვევაში კონდიციონერი დამატებით რისკს ოჯახისთვის ვერ შემოიტანს. თუმცა, კონდიციონერი დამატებითი რისკი შეიძლება იყოს საჯარო სივრცეში, სადაც ბევრი უცხო ადამიანი მოდის, ერთმანეთს ხვდება სხვადასხვა სივრციდან მოსული ადამიანი, რომლებიც სხვა შემთხვევაში ამ ჰაერს არ გაიზიარებდა. თუ კონდიციონერის გამოყენებას გადავწყვეტთ, უნდა დავიცვათ ის ინსტრუქცია, რომელიც წარმოდგენილია კონდიციონერის მწარმოებლის მიერ. მთავარია ის, რომ ფილტრი რეგულარულად იცვლებოდეს და ოპერირების წესები, რომელიც მითითებულია კონდიციონერის მწარმოებლის მიერ, დაიცვან. სამწუხაროდ, ჩვენს პრაქტიკაში ფილტრების რეგულარული გამოცვლის გამოცდილება, დარწმუნებული არ ვარ, რომ ისეთია, როგორიც უნდა იყოს. თუმცა, მაინც ბუნებრივ ვენტილაციაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რამდენადაც შეგვიძლია დიდი რაოდენობით. თუ ცენტრალური ვენტილაციის სისტემაა, უნდა გადავრთოთ გარედან შემომავალი ნაკადების გაზრდილ მოცულობაზე. კიდევ ერთი საკითხია ვენტილატორების გამოყენება, რომელიც ჰაერს ატრიალებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სიფრთხილეა საჭირო. თუ მიმართულება სწორი არ აქვს ჰაერის ნაკადს, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გადაადგილების სიჩქარის გაზრდა და ინფექციის რისკიც გაიზარდოს. თუ ვენტილატორს გამოვიყენებთ, ჰაერის ნაკადი მიმართული უნდა იყოს გარეთ გამავალ სივრცეში და ოთახში არ უნდა ტრიალებდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება138

დაკავშირებული -პოსტები

” ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ძალადობა პარლამენტის დარბაზში ბევრჯერ გვინახავს” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში - ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6453, ევრო – 3.0156, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4952 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზვიად კუპრავას, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდნენ, 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს თორმეტ ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, სადაც მათი...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 5 ივლისამდე პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ორშაბათიდან იწყებს. მის უარყოფით გავლენას კი ბევრი მალევე იგრძნობს. მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს არაერთ ნიშანს მიმდინარე კვირაში პროფესიულ საქმიანობაში, ფინანსურ სფეროსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატება მაინც ელოდება:...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით, მეოთხედან მესამე ადგილზე გადმოვიდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

საქსტატის მონაცემებით ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის შემდეგ 9 პროცენტით გაიზარდა. ამ მონაცემის მიხედვით ქუთაისი იმ ქალაქებს შორისაა სადაც მოსახლეობის ზრდა დაფიქსირდა. მონაცემების მიხედვით ქუთაისი 160 971 მცხოვრებით მეოთხედან მესამე...

დაწვრილებითDetails

მთავრობა 164 ახალ ავტომობილს 10 მილიონად ყიდულობს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
“პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს” – რომან გოცირიძე
ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს. უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 10 159 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა -ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. შესყიდვის...

დაწვრილებითDetails

მოლდოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა
მთავარი

ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს კიშინაუდან პირველი რეისი უკვე მიიღო. ბათუმის აეროპორტში კიშინაუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ. Airbus...

დაწვრილებითDetails

“არასამთავრობოები კანონს არღვევენ იმით, რომ არ რეგისტრირდებიან „გამჭვირვალობის რეესტრში“ და მათ ახალისებენ დონორები” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუკი ამ ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია, რომ პატივს სცემენ სტრასბურგის სასამართლოს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამიტომ მიმართავენ მათ, უნდა დაემორჩილონ მათ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ...

დაწვრილებითDetails

“პროვოკაციის დამწყები იყო გიგა ფარულავა “- თენგიზ შარმანაშვილი

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

ამ პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელაძეს - როდესაც უკვე დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია - ქართველები ვართ ახლა, მართლაც,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"