LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კომპეტენციას განსაზღვრავს რეალურ ცხოვრებაში შესაფერისი გამოცდილება, გაკეთებული საქმე და არა CV- ექიმი დავით მრელაშვილი

დაპოსტა 2020/11/18-ში
233
ნახვა
გაზიარება
ექიმი დავით მრელაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მეგა ტვ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ
,,კომპეტენციას განსაზღვრავს რეალურ ცხოვრებაში შესაფერისი გამოცდილება, გაკეთებული საქმე, და არა CV, ტიტულები და ჭკვიანური თეორიების ფრქვევა სოციალურ სივრცეში თუ მიკროფონთან.
ის რაც ლოგიკური ჩანს ქაღალდზე კაბინეტში, ხშირად არ ამართლებს პრაქტიკაში და ბრძოლის ველზე ამა თუ იმ მიზეზის გამო. აუცილებელია ამ ორ ბოლოს შორის ლაივ რეჟიმში უკუკავშირი და იმპროვიზაცია სისტემის მაქსიმალურად ჩქარა დახვეწისთვის.
2019-ში აშშ-ს ყველა ინსულტის შემთხვევის 1 % თავად ვნახე (330 მილიონი მოსახლეობის ქვეყანაა), რაც დაუჯერებლად ჟღერს ფაქტობრივი მტკიცებულება რომ არ იყოს. ეს შესაძლო გახდა სწორად აწყობილი დისტანციური მართვის სისტემის წყალობით.
ეს ათასობით პაციენტი ვნახე არა დასტუკებით, არამედ თავიდან ბოლომდე – დიაგნოზით დაწყებული, მკურნალობით დამთავრებული და გამოსავალზე ლეგალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით (ნულოვანი გართულებით). ეს პაციანტები ზოგადად კორონავირუსიან პაციენტებზე გაცილებით რთულებია სამართავად, და ბევრ მათგანში წამებიც კი გადამწყვეტია იქედან გამომდინარე რომ ინსულტის დაწყებიდან თრომბოლიზის გაკეთებამდე ყოველ წუთას საშუალოდ 2 მილიონი ნერვული უჯრედი კვდება და აღარ აღდგება თუ დროულად არ მიხედე.
ამ სისტემის ასეთი მაღალი გამავლობის დახვეწას 10 წელზე მეტი მოვანდომე, ექიმების და დისპეჩერების განრიგის კლასტერებად დანაწილებით დაწყებული, სამუშაო კომპიუტერის და მონიტორების სპეციფიკაციებით დამთავრებული. შედეგია ის, რომ კომპანია ვისზეც ვმუშაობ კონსულტანტად, გადაუდებელი შემთხვევების დისტანციური მართვის პაციენტთა რაოდენობით პირველ ადგილზეა შტატებშიც და მსოფლიოშიც (SOC Telemed).
ამ წარმატების მთავარი საიდუმლო, კიდევ და კიდევ – არის ერთი რამ: სწორად აწყობილი სისტემა. აბრაამ ლინკოლმა თქვა კარგად: მომეცით 6 საათი ხის მოსაჭრელად, და იქედან 4-ს დავხარჯავ ცულის ლესვაშიო. მე ეს 4 საათი უკვე დახარჯული მაქვს და გალესილ ცულს უსასყიდლოდ გთავაზობთ.
კარგი ექიმები ნამდვილად ბევრი გვყავს საქართველოში. უბრალოდ თუ პისტოლეტებით ომში მათ კომბალს გავატანთ საბრძოლველად – აუცილებლად დამარცხდებიან.
ჩემი ბოლო 10 წლის გამოცდილების შემდეგ, რომელიც პროცედურულად ძალიან მსგავსია პანდემიის დროს მოზღვავებულ პაციენტების მართვის დილემასთან, დღევანდელი “გადატვირთული სამედიცინო სისტემის” რეალობა მწარე ღიმილს მგვრის. მწარე იმიტომ რომ არაა ადვილი მოსანელებელი ამდენი ხალხის უბედურება. ღიმილი იმიტომ თუ რა მარტივი ჩარევით შეიძლება გაჭედილი სისტემის გამართვა და პაციენტების დიდი რაოდენობის განვლადობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი – უფრო ნაკლები რესურსის გამოყენებით.
მახსოვს, ერთი პერიოდი სისტემის ოპტიმიზაციისთვის მოვიწვიეთ აეროპორტების დისპეჩერების კონსულტანტები, რადგან ისინი თითქმის 100 წელია ხვეწავენ მათემატიკური სიზუსტით თვითმფრინავების აფრენა დაჯდომას საფრენ ბილიკზე (რაც პაციენტების ტრიაჟის ანალოგიურია პროცედურულად), და მათ დისტანციურ მართვას ქოლ ცენტრებიდან.
მაგალითისთვის: არ ვეთანხმები ბინაზე მომკურნალე პაციენტებისთვის ათასობით ოჯახის და სოფლის ექიმის ფაქტიურად იძულებით ჩართვას რაც ქაოსს ჰმატებს სისტემას. არამედ საჭიროა 50-100 მაღალკვალიფიციური, ე.წ. “ლეგიონერი” ექიმი რომელიც ფლობის კომპიუტერს და საკმარისად გამოცდილია რომ ვიდეო ვიზიტით მართოს ეს პაციენტები ბინაზე. ეს ბინაზე მომკურნალე 5000-10,000 პაციენტს თავისუფლად ეყოფა (უმეტესობა მსუბუქი ან უსიმპტომოა). ეს მენეჯმენტს გაცილებით გააადვილებს და ქაოსს ექსპონენციალურად შეამცირებს. დაუჯერებლად ჟღერს? საბედნიეროდ ეს თავად მაქვს გამოცდილი და გაკეთებული, ასე რომ ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.
რა თქმა უნდა ეს ექიმები უნდა უზრუნველყოფილნი იყვნენ ქოლ-ცენტრით რომლებიც “გამზადებულ ლუკმას” მიაწვდის ამ თვითოეულ ექიმს პაციენტების მოზადებით (ვიდეო ვიზიტისთვის), და ინფორმაციას გადასცემს ეფექტურად მიღება გაცემას ონლაინ (და არა ტელეფონით) რეჟიმში. ეს ექიმები არ უნდა იყვნენ პაციენტების პატრონების მოგერიებით დაკავებული, ან მეგობრის ზარებს ვერ აუდიოდნენ რომ “აუ სიმამრს კორონა დაემართა და ერთ საწოლი გამიჩითე რა”.
ასევე არ ვეთანხმები სასწრაფოს გამოძახებისას მანქანის გაშვებას პაციენტთან სწორი ტრიაჟის გარეშე, რადგან სისტემის ძალიან მალე გადატვირთვის შემთხვევაში, ყველა მომდევნო პაციენტების 100%-თან აგვიანებს სასწრაფო, და მათგან მრავალი მართლა გადაუდებელი იქნება.
უნდა მოხდეს ამ ზარების ვიდეო ტრიაჟი ასევე გამოცდილი ექიმის მიერ. მთელ რიგ მსუბუქ პაციენტებში შესაძ₾ოა მანქანის გაშვება საერთოდ არ იყოს საჭირო, იმას რომ თავი გავანებოთ რომ ვისაც ყველაზე გადაუდებლად სჭირდება – იმის იდენტიფიკაცია მოხდება დროულად.
კარგი სიახლე არის ის – რომ ასეთი “გარდაუვალი” კოლაფსისთვის საჭირო ეფექტური სისტემა არსებობს, გამართულია, ნაცადია, მუშაობს და ელოდება მომხმარებელს.
პ.ს. საქართველოში ჩამოვედი, გავეცანი სისტემას, მაქვს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის მკაფიო და დასაბუთებული შემოთავაზებები და მზად ვარ სურვილისამებრ დაგეხმაროთ ?”- წერს მრელაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 
გაზიარება93

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
69
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
807
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1.6k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
234
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
30
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
250
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
40
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
23
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
54
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».