LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არავინ იცის სად არიან – ვინ იპოვა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი

კომპანია “ზეგ”-მა ბაჩალეიშილის საქმეზე გადაცემაში გასულ სიუჟეტებს მორიგი ცილისწამება უწოდა

დაპოსტა 2021/06/17-ში
A A
47
ნახვა
გაზიარება

კომპანია “ზეგ”, სადაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, “მთავარი არხის” ეთერში გასულ გადაცემაზე განცხადებას ავრცელებს. კომპანია 13 ივნისს “პოსტ ფაქტუმსა” და “მთავარ აქცენტებში” გაჟღერებულ ინფორმაციას “მორიგ ცილისწამებას” უწოდებს და ამბობს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.

კომპანია წერს, რომ ელიან “ჟურნალისტური” გამოძიებების შემდგომ სერიებსაც”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის პლატფორმა, რომელზეც გარდაცვლილი პროგრამისტი კომპანია “ზეგ”-ის ხელმძღვანელის კოორდინაციით მუშაობდა, ღია პლატფორმაა და არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს მასზე განთავსებული პროგრამული კოდები.

კომპანიის განცხადება:

“GitHub”-ი წარმოადგენს ღია, საჯარო პლატფორმას, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით 65 მილიონზე მეტი დეველოპერი სარგებლობს. პლატფორმაზე პროგრამისტები საკუთარ ნამუშევარს, პროგრამებს (კოდებს/სკრიპტებს) განათავსებენ, რომლებიც ატვირთვის შემდგომ ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება უფასოდ. გამომწერებს (followers) შეუძლიათ ისარგებლონ ატვირთული პროგრამებით, გახდნენ კონტრიბუტორები (შეცვალონ/დააშენონ/მიამატონ პროგრამები) საკუთარი საჭიროების მიხედვით და გაუზიარონ აღნიშნული პროგრამები თავიანთ გამომწერებს.

“11-კაციანი გუნდი”, რაზეც გადაცემებში აპელირებდნენ, წარმოადგენს 11 უცხო ადამიანს, რომლებმაც ნიკოლოზ გეჯაძის მიერ დაწერილი კოდით ისარგებლეს და/ან მოდიფიკაცია გაუკეთეს საკუთარი საჭიროების მიხედვით. ნახსენები პროგრამა წარმოადგენს ერთგვარ შაბლონს (framework), რომელიც სხვა დეველოპერებს უმარტივებს სამუშაოს, რადგან სტანდარტიზაციას უკეთებს პროგრამის წერის მეთოდებს. აღნიშნული პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე, და მაგალითად “Facebook”-სგან განსხვავებით, სადაც მეგობრებს და ნაცნობ ადამიანებს ვიმატებთ, “GitHub”-ზე გამომწერები (followers) შეიძლება იყვნენ სრულიად უცნობი ადამიანები, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ღიმილისმომგვრელია ზემოაღნიშნულის გუნდურ საქმიანობად მოხსენიება, ხოლო ღია პლატფორმაზე, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს აქვს წვდომა, დანაშაულებრივი მიზნებისთვის საქმიანობაზე აპელირება უბრალოდ აბსურდია. იმავე წარმატებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მაგალითად “Facebook”-ზე ან “LinkedIn”-ზე დარეგისტრირებული მომხმარებლები წარმოადგენენ თავიანთი მეგობრებისა თუ გამომწერების მენეჯერებს და გუნდურად მისდევენ დანაშაულებრივ საქმიანობას.

ასევე, რეალობისგან ძალიან შორს არის “ჟურნალისტურ” გამოძიებაში მიწვეული “ექსპერტის”, გიორგი ქართველიშვილის მოსაზრებები, რომლებზეც კომენტარის გაკეთება უბრალოდ უხერხულია. აღნიშნული პიროვნება ირწმუნება, რომ ექსპერტია, თუმცა მისი ცოდნა პროგრამირების მიმართულებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეზღუდულია, რასაც მისივე საკმაოდ ხარვეზებიანი ვორდპრესის მზა შაბლონზე (WordPress template) აწყობილი ვებგვერდი მოწმობს. იმედს ვიტოვებთ, რომ მისი პროექტების ჩამონათვალში არსებული რუსული კომპანია “ბელროსსტროი” (БЕЛРОССТРОЙ) მის მიერ შეძენილი შაბლონის ნაწილია, რომელიც სხვისი პროექტების დაკოპირებისას შემთხვევით გადმოყვა. ნებისმიერ შემთხვევაში, მის მიერ ნიკოლოზ გეჯაძის “GitHub”-ზე რუსი თუ უკრაინელი გამომწერებით (followers) აპელირება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

ზემოაღნიშნული ბრალდება ფაქტობრივად წინა ბრალდებების გაგრძელებაა, რომელიც „ტროლებისა და ბოტების“ ქარხანას, რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას, ამერიკულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას, ბავშვთა პორნოგრაფიას, თანამშრომელთა მიერ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბულინგს შეეხებოდა. ეს უკანასკნელი ბრალდება, 13 ივნისის გადაცემაში სრულიად შეიცვალა და ამჯერად “ზეგ”-ის მენეჯმენტის მიერ თანამშრომელთა ზედმეტი განებივრებით, მათთვის საჩუქრების გადაცემით, უცხოეთში დასვენებით, სახლებისა და მანქანების ჩუქებით ჩანაცვლდა.

ტელევიზიებისა თუ სხვა დაინტერესებული აქტორების მიერ მორიგი შოუს დასადგმელად გადაცემებში შპს “ზეგ”-ის თანამშრომლების არაერთი მიწვევის მიუხედავად (ვითომდა ტექნიკური საკითხების გასარკვევად და თავის გასამართლებლად), კომპანია არ აპირებს გახდეს ამ ფარსის მონაწილე და სრულ თავისუფლებას ანიჭებს მათ ფანტაზიების გავრცობაში, ახალი ცილისწამებების შეთხზვასა და სხვა რეიტინგის ასამაღლებლად მიმართულ მოქმედებებში”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც IPN ავრცელებს.

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურია და წარმატების მიღწევის შანსი მაღალია. მნიშვნელოვანია, ენერგია სწორად გადაანაწილოთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ.   ♉ კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე ან შეხვედრაა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის მაისი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. პერიოდი მოიცავს სავსემთვარეობებს, პლანეტების სხვადასხვა ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგებას, რეტროგრადულ პლუტონსა და ახალმთვარეობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი ზოდიაქოს 7 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი...

დაწვრილებითDetails

“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს
მთავარი

"სელფი მობაილი" ქუთაისს "გვირილობას" ულოცავს. "ჩვენი ქუთაისის გუნდისთვის, რომელიც ყოველდღიურად თქვენ გვერდითაა, ეს დღესასწაული  განსაკუთრებულია, ამიტომ გვინდა ეს დღე კიდევ უფრო პოზიტიური გავხადოთ. დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საჩუქრები მოვუმზადეთ: • არსებულ აბონენტებს, აპლიკაციაში MyCellfie, 2 მაისს...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"