“დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე, რომელიც უხვმოსავლიანი აღმოჩნდა კომაროველი მოსწავლეებისათვის. 14 მონაწილიდან (კომაროვის სკოლა 2 გუნდით იყო წარმოდგენილი) 13-მა აიღო მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში. აქედან 3 ოქროა, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდური გამარჯვებისათვის. გრან-პრი ბელგრადის სკოლამ აიღო, გაგვასწრეს სოფიის და ბუქარესტის ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლებმაც. აღსანიშნავია, რუსული სკოლების დაბალი შედეგები, რომლებიც მრავლად იყვნენ ოლიმპიადაზე. ჩემს მახსოვრობაში პირველად მოხდა, რომ საუკეთესო 7 გუნდში (ოლიმპიადის წესებით გუნდურ შეჯიბრში მხოლოდ 7 გუნდი ჯილდოვდება) ვერცერთი რუსული სკოლა ვერ მოხვდა, მათ შორის ლომონოსოვის უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლაც. ეს ფაქტი მეტყველებს ძალიან დიდ კონკურენციაზე. ამას ადასტურებს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაც. წელს 3 საგანში 600-მდე მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს.”-წერს ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164...