ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, კვლავ დააბრუნონ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატების ტესტებში „ჰიდროქსიქლოროქლინი“. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
სიკვდილიანობის შესახებ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, კომიტეტის წევრები გამოვიდნენ რეკომენდაციით, რომ ტესტების პროტოკოლის შეცვლის მიზეზი არ არსებობს. აღმასრულებელმა ჯგუფმა მიიღო რეკომენდაციის მონაცემები და დაამტკიცა სოლიდარობის ტესტებში ყველა სახის მედიკამენტის გამოყენება, მათ შორის ჰიდროქსიქლოროქინის“, – განაცხადა ჯანმო-ს დირექტორმა.
ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ამ პრეპარატის დაბრუნება სოლიდარობის ტესტებში არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს მისი ეფექტურობის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შეჩერების შესახებ, რომელიც კოვიდ ვირუსის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.










