“მადლი ღვთისა
კორონავირუსის ვაქცინა, ქართულადიყიდება… “ავერსის” აფთიაქშიP.S. ასეთი… რა დავაშავეთ, ხალხოოო
#რაღაც_არსებობს”
როგოც “პრაიმტაიმი” წერს “მადლი ღვთისა” – ეს ქართული წარმოების საკვები დანამატია, რომლის ანოტაციაში წერია, რომ ის “კოვიდ 19-ის” საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა და რომელიც ერთ-ერთ ქსელურ აფთიაქში იყიდება.
“ავერსი” ადასტურებს, რომ საკვები დანამატი ქსელში ხელმისაწვდომია. 4 აბი 60 ლარი ღირს და ურეცეპტოდ გაიცემა.
აბების შემქმნელი 3-კაციანი ჯგუფი ირწმუნება, რომ უკვე 300-ზე მეტი კოვიდინფიცირებული განიკურნა.
„4 დღე ყოველ დილას, უზმოზე პირჯვარი უნდა გადავიწეროთ და ერთი აბი დავლიოთ“, – ამბობს აკადემიკოსი ანზორ ჯაფარიძე.
საკვები დანამატის გაყიდვისას ღვთის სახელის გამოყენება სასულიერო პირებისთვის მიუღებელია.