სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ზაალ კაპანაძის განცხადებით, სტომატოლოგიურმა კლინიკებმა გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდების აღსადგენად შესაბამისი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. როგორც ზაალ კაპანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, მათ დღის ბოლომდე სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ.
“მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, სტომატოლოგიურ ასოციაციებთან და სტომატოლოგიურ პროფკავშირებთან შეთანხმებით, მათი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით. დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმყოფილებდნენ სტომატოლოგიური დაწესებულებები. სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე. ოშაბათიდან, 11 მაისიდან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, შემოსული განაცხადების საფუძველზე დაიწყებს სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შეთხვევაში კლინიკებს მიეცემათ საშუალება ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმური სამედიცინო სტომატოლოგიური მომსახურება,” – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.










