კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი” (TIM) დროებით დაიხურება.
„დღეს უკვე 5 პაციენტი გვყავდა დარჩენილი. ზოგი პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ზოგი – კარანტინში. თანამშრომლების დიდი ნაწილი კარანტინშია ახლა. როგორც კი გამოვალთ ყველა კარანტინიდან, მოხდება კლინიკის დეზინფექცია და გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ.
მისი ინფორმაციით, კლინიკაში ჯამში 9 ადამიანია დაინფიცირებული – 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი.
დღეს კლინიკის დირექტორმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომ კლინიკაში ორი პაცინეტის ინფიცირება, სავარაუდოდ, მედპერსონალისგან მოხდა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ინფექცია ერთ-ერთმა ექთანმა შეიტანა, რომელიც ძმისგან, სასულიერო პირისგან დაინფიცირდა.