“კლინიკა ბომონდი”-ს სტაციონარში ამ დროისათვის დადასტურებული კოვიდ 19-ით 30 პაციენტი მკურნალობს.
პაციენტებიდან 11 ბავშვი, ხოლო ერთი 35 კვირის ორსულია.
კლინიკის სტაციონარში არიან მოთავსებული აჭარიდან, ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმულები.
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.










