გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისში, „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 13 ორსული შეიყვანეს. ორსულები, რომელთაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დადასტურებული აქვთ, მკურნალობის კურსს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადიან. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 40 ორსული და მელოგინეა მოთავსებული.
კოვიდეცენტრში დადასტურებული ინფექციით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან შეიყვანა 12 დღის ჩვილი. მისი დაინფიცირება სავარაუდოდ დედას უკავშირდება. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.