კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან 4-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში 2 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრი პაციენტებს დაახლოებით ორი კვირაა ემსახურება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსზე კვლევა 100-მდე პირს ჩუტარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.










