ქუთაისში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა მკურნალობის საწოლფონდი, შეზღუდულია. ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, შევსებულია. ქუთაისის მრავალპროფილური კლინიკა ,,უნიქალ მედი”, კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროგრამაში, რამდენიმე დღეა, რაც ჩაერთო და როგორც კლინიკის დირექტორი, რეანიმატოლოგი შოთა მარუაშვილი აცხადებს, კლინიკის კოვიდ ნაწილში, მკურნალობას, ამჟამად, 25 პაციენტი გადის. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაა. შოთა მარუაშვილის თქმით, ჰყავთ ორი გამოჯანმრთელებულიც, რომლებიც კლინიკიდან გაეწერნენ.
21 და 22 მარტს 12:00 საათზე, მთელ ქვეყანაში, ტაძრებში გლოვის ზარებს დარეკავენ
საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს გლოვობს, მეოთხე დღეა ხალხის უსასრულო ნაკადია სამების ტაძარში, ტაძრის ეზოში და მიმდებარედ. გრძელი რიგი ავლაბრის მოედნიდან იწყება. მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოს რეგიონებიდან და ელოდებიან რიგში საკუთარ ადგილს, რათა პატრიარქს...









