ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილი მოათავსეს. ინფორმაცია “მთავარი არხის” ვებგვერდს კლინიკის დირექტრმა დაუდასტურა.
მაია ჩხაიძის თქმით, ჩვილი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ სახლიდან გადაიყვაენეს. ინფიცირებულები არიან ბავშვის ოჯახის წევრები.
ექიმის თქმით, ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.










