მსოფლიოს მასშტაბით 11 000-მა მკვლევარმა მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება კაცობრიობის „წარმოუდგენელ ტანჯვას“ გამოიწვევს თუ მასთან ბრძოლის გზები არ შეიცვლება.
მოხსენების ერთ-ერთი წამყვანი ავტორი და მეცნიერი ფობი ბერნარდი CNN- თან აცხადებს, რომ პოლიტიკოსებს სამოქმედოდ დრო აღარ რჩებათ.
„შთამომავლობა მათ არ აპატიებს, რომ ასეთი სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენს ცივილიზაციას“, – აცხადებს ბერნარდი.
მეცნიერებმა ანგარიშში ის ექვსი ძირითადი ასპექტი ჩამოთვალეს, რომელიც მსოფლიოს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილოს კატასტროფული სცენარი. მათ შორისაა: წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება, დამაბინძურებელი ემისიების შემცირება, ნაკლები ხორცის ჭამა, ეკოსისტემების აღდგენა და დაცვა, ნახშირბადისგან თავისუფალი ეკონომიკის მშენებლობა, მოსახლეობის ზრდის სტაბილიზაცია ოჯახის დაგეგმვის სერვისის დახმარებით და გოგონათა განათლება.