კლარენს ზეედორფმა ისლამის რელიგია მიიღო.
ამის შესახებ „მილანის“ და „რეალის“ ნიდერლანდელმა ექს-ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა ისიც დაამატა, რომ სახელის შეცვლას არ აპირებს.
„მადლობა ყველა კეთილი შეტყობინებებისთვის, რომელიც ჩემს მუსლიმურ ოჯახში შეერთებას ეხებოდა. ძალიან მიხარია შევუერთდე ყველა ჩემ დას და ძმას მსობლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ჩემს მეუღლე სოფიას, რომელმაც ისლამის ღრმა არსი შემასწავლა.
სახელი არ შემიცვლია და გავაგრძელებ იმის ტარებას, რომელიც მშობლებმა მომცეს – კლარენს ზეედორფი! მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველას სიყვარულს გიგზავნით.“ – წერს ზეედორფი.










