LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მაშინ რომ ტ**კი გაენძრიათ, დიდი შანსია, დღეს ის გოგო ცოცხალი ყოფილიყო-ანი გაგუა

კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა – შანაი ბრუკის მკვლელობის ახალი დეტალები

დაპოსტა 2021/09/10-ში
A A
109
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

 

მათივე ცნობით, საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.

 

ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი – დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.

 

“გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები.

 

საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

 

გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს.

 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით”, – განაცხადეს პროკურატურაში.

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე
მთავარი

ქვიტირის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა პედაგოგი თემურ სალდაძე "ქვიტირის საჯარო სკოლა ემშვიდობება ჩვენი სკოლის ღირსეულ მასწავლებელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, საუკეთესო მეგობარს ბატონ თემურ სალდაძეს. ათწლეულების განმავლობაში იგი ღირსეულად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ფიზიკური პირის, ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს.  შემოწმების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც მოქალაქეები მოატყუეს და ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეს კვადროციკლი მოპარეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ კვადროციკლს ფარულად დაეუფლა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სექსუალურ ძალადობა განხორციელდა

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გეგუთუის ციხეში პატიმრებს კოვიდი დაუდასტურდათ
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრებულ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. პენიტენციური სამსახური აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ დავითაძის...

დაწვრილებითDetails

საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტები უკანონოდ შემოჰქონდათ

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სარფში არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს
მთავარი

თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიიის შესრულება, - ამის შესახებ აღნიშნულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"