იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის წარმოამდგენლებს ქუთაისში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. დაპირების მიხედვით, აკადემიის მოწყობა უკვე დასრულებული უნდა იყოს.
“როდის დასრულდება ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა ქუთაისში?” – ეს გახლდათ მთავარი შეკითხვა, რომელსაც იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უსვამს.