უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ კიევი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრაზე მუშაობს.
მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიაა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ამერიკის შეერთებული შტატები გაიყვანოს, თუმცა სიბიგას ამერიკული მხარის გარეშე ევროპული უსაფრთხოების არ სჯერა.
ჩვენ გვჭირდება აშშ-ის ჩართულობა, ჩვენ მივესალმებით აშშ-ის და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. თურქეთში შეხვედრის გაგრძელებისთვის არანაირი პირობა არ შეიძლება არსებობდეს. იქ მიღწეული იქნა მკაფიო შეთანხმება, თუ ამოიღებთ ყველა ფსევდოისტორიულ ლექციას, რომელიც რუსეთის დელეგაციამ წაიკითხა”, – აღნიშნა სიბიგამ.