ელენოვკაში განხორციელებული ტერაქტი გადამწყვეტი არგუმენტია რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით. ზელენსკის თქმით, ამ ტერაქტთან დაკავშირებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.
„რა თქმა უნდა, საუბრის მთავარი თემა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის თავდაცვითი მხარდაჭერაა. ეს ურთიერთანამშრომლობაა, რომელიც მუდმივად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესებისთვის. რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს? რა თქმა უნდა, ოკუპანტები ამაზე პრინციპულ პასუხს ბრძოლის ველზე მიიღებენ. ამ კონტექსტში მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.