“კვლავ ღრმად შეშფოთებულები ვართ რომ ეს კანონპროექტი ავნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ, და საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს, ასევე გვაშფოთებს, რომ ეს კანონპროექტი შეზღუდავს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე წვდომისთვის. თუმცა, რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ მისი კანონის სახით რეალურად მიღების შემთხვევაში შესაძლო შედეგებზე” – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, მეთიუ მილერმა
პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. დეპუტატი მომხდარს „ველურობას“ უწოდებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატებს,...










