ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო გუშინ კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
სერია „ა“-ში კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა – იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში „ნაპოლის“ ახალწვეულმა „ვერონასთან“ გასვლაზე მოგებულ (5:2) მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
გოლის გატანა ქართველმა ფეხბურთელმა ამ ჟესტით აღნიშნა ↓
ცნობისთვის, პირველად მსგავსი ჟესტი ცნობილმა კალათბურთელმა, სტეფ კარიმ გამოიყენა. გოლდენ სტეიტის ვარსკვლავმა მსგავსი მოქმედებით NBA-ს ფლეი ოფის სერიაში დენვერ ნაგეთსი „დასაძინებლად გაუშვა“.










