მსახიობ კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ. მას რუსთაველის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
ცნობისათვის : ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 85 წლის ასაკში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.