შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, ასევე, დიდი ოდენობით „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1958 წელს დაბადებული ჯ.მ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები: 1980 წელს დაბადებული გ.კ., 1992 წელს დაბადებული გ.ფ., 1967 წელს დაბადებული კ.ხ., 1973 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ბ., და 1983 წელს დაბადებული ი.ქ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ცეცხლსასროლი პისტოლეტები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები და ამფეთქი ფალია.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი” და „გამომშრალი მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს ერთ-ერთ სოფელში სკოლის მოსწავლე სახლის უკან, ჩამომრჩვალი იპოვეს. “გურია ნიუს ის”წყაროს ინფორაციით, 16 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმაც დაუდასტურა. სხვა დეტალები, უცნობია. წყარო ...
საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა! "ქუთაისი 2010" - ჩემპიონის ტიტულს არ თმობს და წელს ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ - ჩემპიონი გახდა! გადამწყვეტი ბრძოლა...
ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მსხვერპლით დასრულდა. ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი გარდაცვლილი მეგი კუპრაშვილია. როგორც ცნობილია ავტომობილი ხეს შეეჯახა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო.
ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მსხვერპლით დასრულდა. "ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო.
„ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს. გადაწყვეტილებებბის გამოცხადებამ სასამართლო დარბაზებში ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც სასამართლო მანდატურის სამსახურმა რამდენიმე პირს სასამართლოს...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მდინარე ალაზანზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის...
საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ. „კურორტ საირმის“ ვიზიტორები ირმების ნახვას არა მხოლოდ ტყესა და სპეციალურ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული...
გომელაურის „წასვლა“ ისე, რომ მას საკუთარი უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს, თუ რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ „გუნდში“ და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება,- ამის შესახებ საქართველოს...
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა. აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ...