“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დღეს ნარკოტესტს ჩააბარებს. კახა კალაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გათვალისწინებით იგივე მოუწოდა კონკურენტებსაც.
ინიციატივით მოქმედი მერი “ღამის კურიერში” სტუმრობისას გამოვიდა.
კამპანიის ფარგლებში – “არა ნარკოტიკი – ნარკოტიკი კლავს” ნარკოლოგიური შემოწმების გავლა მერობის სხვა კანდიდატებს ნებაყოფლობით შეუძლიათ, თუმცა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ვიზიტი ჯერ მხოლოდ კახა კალაძემ დაგეგმა.