ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მოლაპარაკებით ან სხვა ფორმით, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
“ურთიერთობების ნორმალიზება ყველასთან მნიშვნელოვანია, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის.
თითოეული ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი, ანალოგიურად აზროვნებს. როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებზე დგას სხვა ქვეყნის ჯარები, ოკუპირებულია, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ცხადია, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკებით, შეიძლება სხვა ფორმით, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დაბრუნება.
მთავარია, ეს ყველაფერი გაკეთდეს ეკონომიკური სიძლიერით, განვითარებით, განათლების, გონიერებით და ა.შ. ფრენების აღდგენა თუ მოხდება, ეს მხოლოდ მისასალმებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.










