კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, კიდურები ადგილობრივებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს.
ლამისყანაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა.
” გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს”, – გვითხრა მერის წარმომადგენელმა ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
წყარო: mozaikanews.ge