LIVE TV
შაბათი, თებერვალი 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„კარგი, რა! 2 კოვზი შაქარი მაქვს ჩაყრილი და ამის ისე დატოვება იქნება-თქო?“-ვინ არის ქუთაისის საგამოცდო ცენტრის ექთანი

დაპოსტა 2022/07/26-ში
110
ნახვა
გაზიარება

გამოცდების ეროვნული ცენტრი გაგაცნობთ თამარ კლდიაშვილი-ლიკლიკაძეს, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ექთანია:

„ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ბევრი ბედნიერი წელი გავატარე – სკოლის ექთანი ვიყავი, სანამ ეს შტატი გაუქმდებოდა. მომხდარიდან ძალიან მცირე დროში ამავე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ექთანი გავხდი და სამსახურის დაკარგვა შეიძლება ითქვას, რომ არ მიგვრძნია… ჩემს საყვარელ სკოლაში ხელმეორედ დავბრუნდი – ეს ჩემთვის ნამდვილი დღესასწაული იყო.
მრავალი მიზეზი შემიძლია ჩამოგითვალოთ, რის გამოც ბედნიერებაა აქ მუშაობა – პირველ რიგში, განსაკუთრებული ადამიანები არიან ჩემ გარშემო. ხალისით ვურთიერთობთ, ხალისით ვხვდებით აპლიკანტებს, მუდმივად ვზრუნავთ სხვებზეც და ერთმანეთზეც…
სიტყვა მზრუნველობა ტყუილად არ მიხსენებია – ეს ჩემი პროფესიის ნაწილია. გარდა იმისა, რასაც თითოეული თქვენგანი ექთნის მთავარ საქმედ და ვალდებულებად მიიჩნევს (მაგ., ცენტრში მოსული გამოსაცდელისათვის საჭიროების შემთხვევაში წნევის გაზომვა, წამლის მიცემა და ა. შ.), ცენტრის სამედიცინო პერსონალს ყველაზე მთავარი გვევალება – სიტყვას ხომ დიდი ძალა აქვს და არც ისე იშვიათად ჩვენ სწორედ სიტყვით ვარჩენთ. ვცდილობთ, აპლიკანტებს რაღაც ისეთი ვუთხრათ, რითაც საგამოცდო ღელვას დავავიწყებთ. მოგეხსენებათ, ქუთაისელებს განსაკუთრებული იუმორის გრძნობა გვაქვს და ვფიქრობ, ესეც ძალიან გვეხმარება…
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გოგონა, რომელიც გამოცდას აბარებდა, მაღალი ემოციური ფონის გამო ცუდად გაგვიხდა. რა აღარ ვცადეთ: სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა, დამამშვიდებელი – მაინც სულ გაყინული იყო… კანკალებდა, ვერაფრით გავათბეთ. ბოლოს გადავწყვიტეთ, მისთვის ცხელი ჩაი მოგვემზადებინა – პირი არ დააკარა.
„კარგი, რა! 2 კოვზი შაქარი მაქვს ჩაყრილი და ამის ისე დატოვება იქნება-თქო?“ – ვუთხარი. ისეთი სიცილი აუტყდა, სულ გადაავიწყდა ავად ყოფნა და გამოცდაზეც სრულიად დამშვიდებული შევიდა.
განსაკუთრებულად ბევრი კურიოზი იმ წელს უკავშირდება, როცა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ექიმი ჩვენი დროის „დიმიტრი გელოვანი“ გახლდათ – გიორგი მხეიძე – ძალიან სიმპატიური, გონიერი, კეთილშობილი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა. გამორჩეული გარეგნობის გამო შეუძლებელი იყო ყურადღების მიღმა დაგრჩენოდათ. მინდა გითხრათ, რომ იმ წელს ჩვენს ცენტრში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი გოგონების მომართვიანობა, სამაგიეროდ, არც ერთხელ დაგვჭირვებია მედიკამენტით დახმარება – გიორგის გაღიმებისთანავე კარგად ხდებოდნენ. ?
უკვე ათი წელია ამ ცენტრში ვმუშაობ და გამოსაცდელის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება დღის წესრიგში თითქმის არასოდეს დამდგარა – ცხადია, ამას მხოლოდ სიტყვის ძალით ან იუმორით ვერ შევძლებდით. სამედიცინო პერსონალი ყველა შესაძლებელი გზით ვცდილობთ, რაც შეიძლება მოკლე დროში გამოსაცდელი ისე გამოვაჯანმრთელოთ, რომ გამოცდას არ გამოეთიშოს – როცა ამას ვახერხებთ, ყველაზე ბედნიერები ვართ.
ყველა იმ აპლიკანტს, რომლებსაც მე შევხვედრივარ ან მომავალში შევხვდები ჯანმრთელობას, სიხარულსა და წინსვლას ვუსურვებ! “
თეგები: ექთანივინ არის ქუთაისის საგამოცდო ცენტრის ექთანითამარ კლდიაშვილითამარ კლდიაშვილი-ლიკლიკაძესაგამოცდო ცენტრი
გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი

თებერვალი 21, 2026
43
მთავარი

შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ  დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...

დაწვრილებითDetails

“50%-ზე მეტი დილერების უმუშევარი დარჩება”-ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თებერვალი 21, 2026
39
მთავარი

რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის...

დაწვრილებითDetails

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია – სალომე ზურაბიშვილი

თებერვალი 21, 2026
56
მთავარი

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რუკის გარეთ დარჩენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ისტორიული როლის დაკარგვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა...

დაწვრილებითDetails

ბაიკალის ტბაში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა- დაიღუპა ყველა მგზავრი

თებერვალი 21, 2026
165
მთავარი

რუსეთში, ბაიკალის ტბაში ჩინელი ტურისტების ავტობუსი ჩავარდა. როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი და ტრანსპორტში მყოფი შვიდივე ტურისტი დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მომენტში ავტობუსი გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა

თებერვალი 21, 2026
277
მთავარი

#მიწისძვრა #პირველადიინფორმაცია დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ies.iliauni.edu.ge

დაწვრილებითDetails

“ნახევარზე მეტი ფოთი ზღვის ფსკერზეა”- ნინო ჩხობაძე

თებერვალი 21, 2026
345
მთავარი

„დღეს ნახევარზე მეტი ფოთი არის ზღვის ფსკერზე - ეს არის ის, რაც მოხდა ჭაობის დაშრობის შედეგად; იგივე ემუქრება ზღვისპირა ტერიტორიების ნაწილს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“ვერ ვიჯერებ ღმერთო..”- სამეგრელოში ახალგაზრდა მამაკცს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
462
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაცვლილი ახალგაზრდა კოკა გედენიძეა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება. გარდაცვლილს მეუღლე, დედა და შვილი დარჩა. "ვაიმე, რატომ კოკა?... რა ეშველება დედას,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში მამა-შვილს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
89
მთავარი

ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში მამა-შვილს გლოვობენ. “სოფელში უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია… გარდაცვლილები- ჯუმბერ და ირაკლი ჯალაღონიები არიან,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომაგდენელიც. როგორც ნესტან ქარჩავა...

დაწვრილებითDetails

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

თებერვალი 21, 2026
69
მთავარი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე. მანამდე, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს

თებერვალი 21, 2026
92
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების, „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე (ვანო) გოგლიძეს - მას „ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებას“ ედავებიან. ბრალდება „ბატონოს“ პროდუქციას ეხება. „ბატონოსაც“ და „კულასაც“ ერთი მფლობელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».