LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა

კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა – სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2024/04/17-ში
A A
51
ნახვა
გაზიარება

კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„შეშფოთება მთავარი საგანი ის არის, რომ ეს პუტინის კანონის ზუსტი ასლია, რომელიც 2012 წელს მიიღეს და თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უკანასკნელ 30 წელზე მეტია. ამიტომ ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. შარშან იგივე კანონი მასიური დემონსტრაციების შედეგად იქნა უარყოფილი და მისი მიღება ვერ მოხდა. ამჯერად, ამ კანონის თავიდან გამეორება პირდაპირ პროვოკაციას წარმოადგენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა, ხოლო პრეზიდენტის შეფასებით „რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე“.

„თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ფინანსდებიან, მათი მხარდაჭერის გამჭვირვალობის მხრივ. ეს ნათელია. ამ დეტალების პოვნა ყველას შეუძლია. რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე. იგი გადაწყვეტილებების მიღებისას გამჭვირვალე არ არის, განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილების შესახებ, კანონის ხელახლა შემოტანის შესახებ, როდესაც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციას. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო, ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მოხდა თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვში? გამჭვირვალობის შესახებ ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ქართველები სვამენ, დიდი რაოდენობით ქართველი სვამს. დღეს უკვე მასიური დემონსტრაციების მესამე დღეა, მშვიდობიანი დემონსტრაციების და მე მოვუწოდებ ხელისუფლებას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აგრესიას არ მიმართოს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „ეს არის კანონი, რომელიც ხელისუფლების ზოგიერთი წევრის განზრახვას ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუშალონ“.

„მაგრამ ის, რაც ქუჩებში ხდება, გვაჩვენებს, რომ ხალხს ამ მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. მთავარი ამოცანა 26 ოქტომბერს, არჩევნებთან ერთად იქნება და ასევე, ეს კანონი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ხელის შეშლის საშუალებაც არის. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობა საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გადაწყვეტილი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.

„მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე
მთავარი

,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

ვარშავაში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

25 წლის მოქალაქეზე განხორციელებუი თავდასხმისთვის, ბელარუსის მოქალაქის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში ბრალოლდებული ქართველები ვარშავაში დააკავეს. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში...

დაწვრილებითDetails

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“-ს წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ
მთავარი

მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ რეგიონების შემოვლას აგრძელებს. დღეს ისინი იმერეთში ჩავიდნენ და გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. მათთან ერთად იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების კვლევითი ცენტრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი
მთავარი

ქუთაისში 12 აგვისტოს  ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებები ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება. ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება აგვისტოს ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ლანეტების აღლუმი და 12 აგვისტოს მზის დაბნელება ცვლილებების მექანიზმს ყველა სფეროში აამოქმედებს. ბევრ ადამიანს უახლოესი გეგმებისა და ფინანსური სტრატეგიების გადახედვა მოუწევს. კვირის ბოლოს კი ზოგიერთ ნიშანს მოთმინებისა და გამძლეობის გამოცდა...

დაწვრილებითDetails

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. “არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ...

დაწვრილებითDetails

საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 პირს შეუწყდა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს
ეკონომიკა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 7 235 ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2026 წლის ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 584 137-ს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გათავისუფლდება მოსწავლე სასკოლო ფორმის ტარებისგან

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

თუ ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ შე­უძ­ლია ფორ­მის ტა­რე­ბა, მშო­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მოს­წავ­ლე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ფორ­მის ტა­რე­ბის­გან - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, გივი მი­ქა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და. „სკო­ლა მშო­ბელ­თან...

დაწვრილებითDetails

იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს. პროექტის...

დაწვრილებითDetails

ასეთი წუთების დავიწყება რთულია – ქალმა სასწრაფო დახმარების ავტომობილში მეხუთე შვილი გააჩინა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ასეთი წუთების დავიწყება რთულია – ქალმა სასწრაფო დახმარების ავტომობილში მეხუთე შვილი გააჩინა
მთავარი

ახალგორის რაიონულ სამსახურში გამოძახება შევიდა. სოფელ ციხისძირში დახმარებას ითხოვდნენ. ახალგაზრდა ქალს სამშობიარო ტკივილები დაწყებული ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას მეხუთე შვილის მომლოდინე ორსული დახვდათ, რომელსაც მოვლითი სამშობიარო ტკივილები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"