LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეს არის ქრისტიანული ქვეყნის შეურაცხყოფა – პაატა მანჯგალაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ ინიციატივაზე

კანონის გაკეთილშობილება არ გამოვა, რუსულ კანონს თუ „გადაკრასკავ“-მანჯგალაძე

დაპოსტა 2024/05/18-ში
A A
15
ნახვა
გაზიარება

„მე ჩამოგითვლით 4 ფარისევლობას. პირველი სამი მოსმენით მიღებულ კანონზე, რომ სთავაზობს მოლაპარაკებებს ახალგაზრდებს და აქციის მონაწილეებს, ეს ფარისევლობა არ არის? მესამე მოსმენით მიღებულ კანონზე რა ცვლილება უნდა შევიდეს, ვის ატყუებს, დარწმუნებული ვარ, არ წამოეგება ამას არავინ. გუშინ რომ პატრიარქის და მოსაყდრის მოწოდებით ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რა შუაშია „ქართული ოცნება“ და „რუსული კანონის“ მხარდაჭერა?! ფარისევლობა არ არის?! ხატების, ჯვრების წინ იტყუებოდნენ, რომ ეს ხალხი თითქოს „რუსული კანონის“ მხარდასაჭერად იყო გამოსული, ესეც მეორე ფარისევლობა. მესამე ფარისევლობა, კალაძე, რომ ამბობს, პანღური უნდა ვურტყათ იმ ხალხს, ვინც თქვა თბილისი ევროპის დედაქალაქიაო [იგულისხმებიან, აქციაზე გამოსული, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები], ეს ფარისევლობა არ არის? ლავროვის ოჯახის წევრებს რომ თაფლობის თვეს უხდი კახეთში, შემდეგ ელარჯს უწელავ რუს პროპაგანდისტებს, მერე გავრილოვი ჩამოგყავს, მაშინ გახსენდება სტუმარ-მასპინძელი და ვინც მართლა შენი მეგობარია, იმას პანღურით ისტუმრებ, რა გქვია შენ? ამ კანონზეც ნახეთ ხომ, მეორიდან მესამე მოსმენამდე გააპარეს ცვლილება. 67 წამში როგორ მოახერხეს ცვლილების ინიცირება, აქაც იტყუებიან და აქაც ფარისევლები არიან. კიდევ მეტი ფარისევლობა, ევროპა გვინდაო ჩვენო, ევროპისკენ მივდივართო – ხელის ჩამომრთმევი, გამარჯობის მთქმელი არ დარჩა ევროკავშირში არავინ და ის მუხლი რომ ჩაამატეს ახლა, ვინ მანიაკს და ავადმყოფს მოუნდა, რომ ევროპა დავკარგოთ იმის გამო, რომ ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გახდეს გამჭვირვალე. ხალხო, მოეშვით ამ ფარისევლობას, კიდევ არის დრო რომ შემობრუნდეს ეს პროცესი.

„ქართული ოცნების“ მთავარი არგუმენტი სამი მოსმენის განმავლობაში იყო, რომ რუსულზე უფრო რბილიაო და რაში გამოიხატება-თქო რომ ვეკითხებოდით, ფიზიკურ პირებზე არ ვრცელდებაო და ეს ფიზიკური პირიც კი ჩაამატეს. ანუ 100%-ით რუსული კანონია. ზოგი ხომ არის მიყვარს რუსეთიო, რომ ამბობს, ასეთი ხალხია „ქართულ ოცნებაში“.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვენეციის კომისიის დასკვნა რომ აინტერესებდეს „ქართულ ოცნებას“, ასე დაჩქარებული წესით, ადამიანებზე გადავლით და ცხვირპირისმტვრევით კი არ მიიღებდა სამი მოსმენით ამ კანონს. დაელოდებოდა ვენეციის კომისიას მეორე მოსმენაზე და შევიდოდა ცვლილებები. აქაც თაღლითები და ფარისევლები არიან. ამ კანონის გაკეთილშობილება არ გამოვა, რუსულ კანონს თუ „გადაკრასკავ” და დააწერ „ევროპას“, ის არ გახდება ევროპული. ეს კანონი არის თავისი სულით, ხორცით, შინაარსით, მიღების პროცედურით, რაც ვნახეთ, რომ ხალხს უსაფრდებიან, თავპირს ულეწავენ, მომიტინგეებს არბევენ, ახალგაზრდებს პოლიციაში იბარებენ, მთელი შინაარსით, ყველაფერი არის რუსული და ამას არაფერი არ ეშველება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია წყნეთის გზატკეცილზე, ავარიის შედეგად დაღუპული 20 წლის ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ცნობილია წყნეთის გზატკეცილზე, ავარიის შედეგად დაღუპული 20 წლის ბიჭის ვინაობა
მთავარი

თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"