30 ივლისს, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარმა 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ნახევარკუნძულის შვიდი ვულკანი – “კლიუჩევსკოის”, “ბეზიმიანის”, “კამბალნის”, “კარიმსკის”, “მუტნოვსკის”, “კრაშენინიკოვის” და “ავაჩინსკის” გაააქტიურა.
ოთხი მათგანი ძლიერ ბიძგამდე ამოიფრქვა, ხოლო სამმა სეისმური მოვლენის შემდეგ გაიღვიძა, რამაც საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია.
ვულკანოლოგები ერთხმად საუბრობენ მიწისძვრის შემდეგ შვიდივე გიგანტის აქტივობის გაზრდაზე. იგივე ფენომენი დაფიქსირდა 1737 წელს.