კამპანია #შეარცხვინე და დაასუფთავე ჩვენთან ერთად – ლეიბორისტული პარტის, ქუთაისის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ავტოქარხანაში მდებარე სკვერის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება თავიანთ თავზე აიღეს . ადგილზე მისულებს კი დასუფთავების სამსახური დახვდათ , რომლებიც დილის 8 საათიდან სკვერს ალაგებდნენ .
„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გავმართეთ საპროტესტო აქცია და გავაპროტესტეთ ავტოქარხნის სკვერში არსებული ეკოლოგიური კატასტროფა და ქალაქის მერიას მოვთხოვეთ ტერიტორიის დასუფთავება , რომლის რეაბილიტაციაში ათასობით თანხა დაიხარჯა . ქუთაისის თვითმმართველობამ რეაგირებაც კი არ მოახდინა ამ ფაქტზე გამომდინარე აქედან ჩვენ დავაანონსეთ დღევანდელ დღეზე , რომ ქუთაისის ახალგზარდა ლეიბორისტები ავიღებდით პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე და დავალაგებდით საკუთარ ქალაქს , მაგრამ ადგილზე მისულებს დაგვხდა მერიის მიერ გამოგზავნილი დასუფთავების სამსახური “ – განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდა ლეიბორისტების ხელმძღვანელმა გაგი ახალაძემ
ამავე გუნდის ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულების ხელმძღვანელის ინა კუხიანიძის თქმით , თუ არ მოიმოქმედე და გააპროტესტე ქვეყანაში ისე არაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება და ეს ნამდვილად ჩვენი გამარჯვებაა , რადგან მერია აიძულეს დაესუფთავებია სკვერი .
ჩვენ, ადგილზე მისულებს, სკვერში სპეციალური სერვისების წარმომადგენლები დაგხვხვდნენ და ადგილიც თითქმის სრულად დალაგებული იყო.