ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს.
ცნობისთვის :
► 8 თებერვლიდან
თბილისშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:
- აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა);
- გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა).
► 15 თებერვლიდან
თბილისშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:
- სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება).
► 15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით:
კვების ობიექტები შეძლებენ ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას (გარდა შაბათ-კვირისა).
► დარჩენილი შეზღუდვების სამომავლო შემსუბუქება განხილული იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე
► მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ხოლო მეორედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება.
► ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის გამო დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებითა და სხვადასხვა პროგრამით.










