ქუთაისში ფარნების აქცია-პერფორმანსი – “იძებნება “ქართული ოცნების” პროექტები” გაიმართება.
სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” აქტივისტებმა და მოქალაქეება პარლამენტის ყოფილ შენობასთან ,,ქართული ოცნების” დაპირებები ბანერების სახით მიიტანეს და ფანრებით ცდილობდნენ ეპოვნათ, თუ რომელი მათგანი განხორციელდა.
რიონის პირა სახლები, ელექტრომობილების ქარხანა, საპოლიციო ფაბი, საკონფერენციო დარბაზი, წყალტუბოს 22 სანატორიუმი, ამ და სხვა ბანერებით მოქალაქეები შეეცადნენ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ქუთაისში ხელისუფლების მიერ დაპირებული არც ერთი მსხვილი პროექტი არ განხორციელდა.
აქცია-პერფორმანსის მონაწილეები აღნიშვენ რომ უძველესი ევროპული ქალაქის რეალურ პოტენციალს ხელისუფლება არ იყენებს, ქალაქი კი იცლება და ნასახლას ემსგავსება.