Hubble-ის ტელესკოპმა იშვიათი კოსმოსური მოვლენის ფოტო გამოაქვეყნა, რომელი ჰერბიგ-ჰაროს ობიექტის სახელწოდებითაა ცნობილი.
ობსერვატორიის ვებგვერდზე ობიექტმა HH111 წოდება მიიღო. მისი სურათები ფართო ველის კამერით, WFC3-ითაა გადაღებული.
“ახლადშექმნილი ვარსკვლავები ხშირად ძალიან აქტიურია და ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ასხივებენ ძალიან დიდი რაოდენობით აირებს. ეს გაზი იმდენად ცხელია, რომ მის მოლეკულებსა და ატომებს ელექტრონები დაკარგული აქვთ, რის შედეგადაც გაზი ძალიან დამუხტულია. იონიზირებული გაზის ნაკადები ეჯახება გაზისა და მტვრის ღრუბლებს, რომლებიც გარს აკრავს ახალ ვარსკვლავებს. სწორედ ეს შეჯახებები ქმნის ჰერბიგ-ჰაროს ობიექტებს, როგორიცაა HH111 “,– ნათქვამია ობსერვატორიის განცხადებაში.