“
ეს ქალბატონი 56 წლის ქუთაისელი ნანა გამრეკლიძეა, რომელმაც წლების წინ ემიგრანტის სტატუსს არჩია საკუთარ ოჯახს, ერთადერთ შვილს და მეუღლეს დაბრუნებოდა, მაგრამ იმდენად რთული და ეკლიანი აღმოჩნდა ცხოვრების გზა, რომ ოჯახი სოც. დაუცველთა სიაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხის თითები უკვე მოკვეთილი ქონდა 1 -წლის წინ კეთილი მეგობრის დახმარებით ქ. ნანამ კვლავ შეძლო ემიგრაციაში დაბრუნება.
რ ა ტ ო მ ? ? ?….
ოჯახისა და მოვალეების წინაშე პასუხისმგებლობა არ ასვენებდა.
იყო ო ც ნ ე ბ ა და ი მ ე დ ი. მაგრამ……
ოცნება ოცნებად დარჩა. ქალბატონ ნანას დიაბეტის გამო ფეხი ისე გაურთულდა რომ ამბუტაცია (ფეხის მოკვეთა) სასწრაფო და გადაუდებელი გახდა. შედეგი ფოტოზეა.
4 დღის წინ 2 თვიანი კომის შემდეგ, საყვარელი მეუღლეც გარდაეცვალა.
თესალონიკის გენერალური კონსულის,ბატონ ნოდარ კომახიძის Nodar Komakhidze დიდი გულისხმიერებით, გენიმატას სავადმყოფოში, ავადმყოფს ყველანაირი სამედიცინო დახმარება უტარდება. რამოდენიმე დღეში მკურნალი ექიმის ნებართვით, ავადმყოფს საშუალება ექნება სამშობლოში დაბრუნებისა. როგორც მოგახსენეთ სოც. დახმარების სტატუსი უკვე შეწყვეტილი აქვს.
იმედი მხოლოდ თქვენ ხართ, ჩემო კეთილო და გულისხმიერო ემიგრანტებო.
ამიტომ მოგმართავთ ყველას, დიდი თხოვნით კიდევ ერთი უიმედო ემიგრანტისთვის, ერთი სიცოცხლისთვის
ძალა ერთობაშია. თქვენს მიერ გაცემული თუნდაც ერთი ევრო არსებობის იმედია.
თანხა შეგროვდება, როგორც ყოველთვის რესტორან “დაისი”, ირინი ტური, ნინოს მაღაზია. საქველმოქმედო აქციაში აქტიურ მონაწილეებისათვის ვიწვევთ, ქალაქის ყველა ქართულ-ენოვან დაწესებულებებს. “რესტორნები”, “ოფისები”, “მაღაზიები” ასევე მივმართავთ ყველა ჯგუფის “ადმინს” გადააზიარის და აქტიურად ჩაებან აქციაში. ეს კიდევ ერთი შანსია ჩვენი გაერთიანების.”-ვკითხულობთ ემიგრანტების ჯგუფში გავრცელებულ პოსტში .