”56-ე გაზაფხული დადგა, აღარ გვყავს თამარ ჯაფარიძე ” – დღეს, 2 მარტს, პოეტი 56 წლის გახდებოდა. მის შესახებ პოსტს სოცალურ ქსელში ალექსანდრე აკობიძე წერს.
”გვაქვს მისი ლექსები ერთ კრებულად გამოცემული, რომელსაც ავტორმა თავად დაარქვა – დ ა მ ა გ ვ ი ა ნ დ ა . . .
ტკივლითა და სევდითაა გაჯერებული მთელი მისი ლექსები, ზოგიერთი მძაფრად ემოციური და ტრაგიკულია . . .
ყოველთვის ვფიქრობ რა იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე წლის უკან დაეწყო …
არ იყო ადვილი მცირე დროში ასე პოპულარული გამხდარიყო მისი შემოქმედება, არადა სულ რაღაც სამ წელიწადში უკვე მას კარგად იცნობენ ლიტერატურულ წრეებში, მის ლექსებს გამოცემენ სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემები, იწვევენ ტელევიზიებში . . .
იყო უდავოდ ნიჭიერი, ამაყი, შინაგანად ძლიერი და პასუხისმგებლიანი, აშკარაა რომ ხასითი მარტისას წააგავდა ძალიან, იყო მარტივით შფოთიანი, დაუდგრომელი, ზოგჯერ ცვალებადი და ანჩხლიც . . .
მიუხედავად ხანმოკლე ლიტერატურული მოღვაწეობისა, მაინც მოასწრო და არაერთხელ წარსდა საზოგადოების წინაშე . . .
საოცრად დახვეწილი, გემოვნებიანი და ემოციური იყო მისი პოეტური პეფორმანსი, თითქოს ახლაც ველოდებით მის გამოჩენას სცენაზე . . .
დღეს თამარ ჯაფარიძის დაბადების დღეა, იმქვეყნიურ მარადისობაში ვულოცავ მას ამ დღეს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული . . .” – წერს ალექსანდრე აკობიძე
პოეტი თამარ ჯაფარიძე ავადმყოფობის შემდეგ 29 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის 3 დეკემბერს ხონში დაკრძალეს.