100 000 ლარის ხარჯი ერთ თვეში-გიგა შუშანიამ ტურიზმის ცენტრის ხარჯები გაასაჯაროვა. პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის საკრებულოს წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა.
შუშანიას თქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც ეკონომიკური კრიზისია, ტურიზმის ცენტრმა შეიძინა ტექნიკა, საჩუქრები, ტკბილეული და ავეჯი. ასევე, დაკეტილ აეროპორტში მხოლოდ სტიკერების დაკვრისათვის 17 220 ლარი დაიხარჯა. წლის განმავლობაში კი ცენტრის ბიუჯეტი 700 000 ლარია. შუშანიას თქმით, არსებული ტენდენცია ახალი მერის პირობებში გრძელდება. პირველ რიგში, ახალმა მერმა ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყო.
ბრალდებას უადგილოს და პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი. ტატო ლილუაშილის განმარტებით ტექნიკა მათ ქუთაისის აეროპორტში ახალი ბაზისთვის შეიძინეს და ამაში უკანონოს ვერაფერს ხედავს განმარტა მან მეგა ტვ-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს.