ქუთაისში დროშის დგარის მოსაწყობად სამუშაოები უკვე დასრულებეულია. სამუშაოებს „ნიუ იბერია“ ასრულებდა. ნიკეას მუნიციპალიტეტის ბოლოს 46 მეტრიანი დგარი აღმართულია. შესყიდულია დროშაც , რომლის სიგრძე 7 , ხოლო სიგანე 10 მეტრია. დროშა ქალაქს 1900 , ხოლო თვითოდ დგარის მონტაჟი 49 956 ლარი დაუჯდა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა , რაც კოვიდ პანდემიის და სამუშაოს კომპლექსურობის გამო შეფერხდა. ჩვენ ხვალვე გადავცემთ მერიას საბუთებს სამუშაობის დასრულების შესახებ, აცხადებენ “ნიუ იბერია”-ში.
შეგახსენებთ რომ დროშის საკითხი ქუთაისში გოგი წულიას ცნობილი ფრაზიდან, რამდენიმეჯერ ჩავარდნილი ტენდერის ჩათვლით, ყბადაღბული თემა იყო. ფაქტი თავად ფრაზის ავტორმა “მეგა ტვ”-ის ჟურნალისტთანთან შეაფასა.









