იუნისეფმა წლის ფოტო 2019 დაასახელა. ფოტო ასახავს გოგონას მანილას პორტში, რომელიც დაბინძურებულ წყალში პლასტმასის ნივთებს ეძებს, რათა ცოტა ფული გამოიმუშაოს.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, გერმანელი ფოტოგრაფის, ჰართმუდ შვოზბექის ფოტო იმ სამ ტრაგედიას ასახავს, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას: სიღარიბეს, დაბინძურებას და ბავშვთა შრომას.
უნისეფის წარმომადგენელმა გერმანიაში, პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმერის მეუღლემ ელკე ბუდენბენდერმა განაცხადა, რომ ბავშვთა უფლებები მხოლოდ ფუჭი დაპირებები არ უნდა იყოს.
„ეს სურათი აჩვენებს მათ საჭიროებებს – ასევე მათ ძალას, თუნდაც ყველაზე საშინელ პირობებში, რომ არ დანებდნენ. ბავშვები ყველაზე ძვირფასია. ჩვენ ყველას პასუხისმგებლობა გვეკისრება მათ ცხოვრებასა და მომავალზე . ბავშვთა უფლებები არ შეიძლება იყოს მხოლოდ ფუჭი დაპირებები” , -განაცხადა ბუდენბენდერმა.