სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 25 წლის ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც ემიგრანტი თეა მეგრელიშვილი ავრცელებს.
„მანდურიაში 25 წლის ქართველი გოგო გაუგებარ სიტუაციაში სამსახურში დაღუპული ნახეს. ამბობენ რომ იტალიელმა ოჯახმა იძალადა… გოგო გაგუდულია ახლა იმყოფება ტარანტოში ექსპერტიზაზე. ახლა აგონ პასუხი რაც მოხდა იტალელებმაც და ქართველმა დამსაქმებელმაც“ – წერს თეა მეგრელიშვილი.
Exclusivetv უკვე ესაუბრა თეა მეგრელიშვილს. მისი თქმით ქართველი გოგოს გარდაცვალების ამბავი ბურუსით არის მოცული. აწ გარდაცვლილი მომვლელად მუშაობდა. როცა კუთვნილი დასვენების საათების შემდეგ დამსაქმებელ ოჯახში დაბრუნდა, ქართველი მეგობრები მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ. ვინაიდან მასთან კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა, მეგობრებმა დამსაქმებელ ოჯახში მიაკითხეს, სადაც განუცხადეს, რომ აღნიშნულ მისამართზე ქართველი არასდროს არ მუშაობდა. აწ გარდაცვლილის მეგობრები არ დაემორჩილა ოჯახს და როგორც თეა მეგრელიშვილი გვიყვება, ქართველი გოგო სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს.










