LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იტალიაში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში მყოფი ქართველი დახმარებას ითხოვს

იტალიაში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში მყოფი ქართველი დახმარებას ითხოვს

დაპოსტა 2020/03/05-ში
A A
729
ნახვა
გაზიარება

ქართველი ჟურნალისტი, ლელა თოლორდავა, რომელიც რამდენიმე წელია, ემიგრაციაშია, ამჟამად იტალიაში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში იმყოფება. ის საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას სოციალური ქსელით მიმართავს:

„ბატონო გიორგი, ამ წერილს იტალიაში , ტოსკანაში, პიზასთან ახლოს, ერთ პატარა სოფელ ფორკოლში ჩელაიების ოჯახის ბადანტე( მომვლელი) , პროფესიით ჟურნალისტი ლელა თოლორდავა გწერთ.

წერილის დაწერამდე კაი ბევრი გზა გავიარე, ცხოვრებაში განვლილ გზას კი არ ვგულისხმობ. სახლში დავდივარ, ბოლთას ვცემ!!!

მაგიდის გარშემო სიარული არ შეიძლება, ვიღაც გახდებაო ავადო- ჩვენში იციან თქმა. აქ ორნი ვართ, მე და ბებია ფრანჩესკა. მისი ქალიშვილი ძალიან შიშობს ავადმყოფ დედას კორონა ვირუსი არ შეხვდეს, თორემ ვერ გადაიტანს.

ამიტომ, იმ დღიდან რაც იტალიის საზღვარი გადმოკვეთა ,,ჩინურმა ჭირმა” ირიბად მაფრთხილებს, რომ სახლიდან გასვლას ყველა უნდა მოვერიდოთ.

დღემდე სიტყვას ბანზე ვუგდებდი. იმ ორ საათს ( 2- დან 4- მდე), როცა ბებოს სძინავს და ჩემი დასვენების დროდ არის გამოყოფილი, სოფელში ვსეირნობდი, ან ჩემიანებთან ერთად ბარში ყავას გეახლებოდით და ერთმანეთს უფერულ დღეებს ვულამაზებდით.

მაგრამ, დღეს დილით მითხრა, რომ საფრთხე ძალიან ახლოსაა, სულ რაღაც 10 კილომეტრში დაფიქსირდა კორონა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა.

გუშინ, საღამოს, ტელევიზიით იტალიის პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 მარტამდე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა, ერთი თვით შეაჩერეს ყველა სახის ღონისძიებები. მოუწოდებენ მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ხანდაზმულებს სთხოვენ სახლში დარჩენას.

უმჯობესია, ყველანი დავრჩეთ სახლში, ასე მეტად დაცული ვიქნებითო, – გამომიცხადა ბებოს ქალიშვილმა.

ბატონო გიორგი, იცით, რა ნერვების ფასად მიჯდება 24-საათიანი სამუშაო?! მით უფრო, მთელი ცხოვრება ისეთი სამსახურები მქონდა, უმეტეს წილად ქუჩაში ყოფნა მიწევდა. ახლა სახლში რომ ვუზივარ ბებოს, პატიმარი მგონია თავი. იმის გათავისება, რომ მხოლოდ 2 საათი შემიძლია სახლიდან გასვლა, დღემდე მიჭირდა. ახლა, ის ორი საათიც სანატრელი მიხდება.

გავჯინიანდე და გავიდე, ვაი, თუ ხიფათი შემომეყაროს გზაზე და ჩემი დაუდევრობით სიცოცხლე მოვუსწრაფო ჩემს მოხუცს. სტატისტიკით დამტკიცებულია, რომ 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს, ვისაც ესა თუ ის დაავადება აწუხებს, კორონა ვირუსის მსხვერპლნი ხდებიან.

სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავემორჩილო და უარი ვთქვა სახლიდან გასვლაზე, იმ დრომდე, ვიდრე ეს საშინელი ვირისი ცოცხალია.

თითქოს ის განსაცდელი არ გვეყოფოდა, რაც გვადგა, სამშობლოდან, ოჯახებიდან შორს ყოფნა, შვილების მონატრებაში თეთრად გათენებული ღამეები. ახლა კორონა ვირუსიც დაემატა.

ხმას არ ამოვიღებდი, მარტო მე რომ ვიდგე ამ პრობლემის წინაშე, მაგრამ ჩემს დღეშია ათიათასობით საქართველოს მოქალაქე.

არ დავიწყებ იმაზე საუბარს , რა მდგომარეობამ მოგვიყვანა აქამდე. ახლა სხვა საკითხის განმარტებას მივითხოვ თქვენგან.

დიახ, მოვითხოვ, რადგან თქვენ ხართ იმ მთავრობის მეთაური, ვისაც საქართველოს მართვის სადავეები უპყრია ხელთ.

შორიდან, როგორც ვახერხებ, თვალს ვადევნებ საქართველიში მიმდინარე პროცესებს, კონკრეტულ შემთხვევაში, კორონა ვირუსის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

ჩემი დაკვირვებით, ქართული საზოგადოება კორონა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, იტალიას ერთადერთ საფრთხედ მიიჩნევს. რამეთუ, აქ ბევრი ქართველი ემიგრანტია, ასევე იაფი ფრენების დამსახურებით, მაღალია ტურისტების რიცხვი.

და სამართლიანადაც , მით უფრო სტატისტიკაც საგანგაშოა.

4 მარტის მონაცემებით იტალიაში

ინფიცირებულია -2706 ადამიანი!!!

აქედან:

1065 -ადამიანი იმყოფება მსუბუქი სიმპტომებით და მკურნალობას აგრძელებენ სახლში, საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ საავადმყოფოს;

1346 -ადამიანი მკურნალობას აგრძელებს საავადმყოფოში;

295 -ადამიანი იმყოფება ინტენსიურ განყოფილებაში;

276 – გამოჯანმრთელებულია;

107 -გარდაცვლილი….

მონაცემები წუთი- წუთზე იზრდება და შესაბამისად პანიკაც.

იტალიის ხელისუფლება სრულ მზადყოფნას აცხადებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლებაც მზადაა დაიცვას მოსახლეობა .

მაგრამ ვინ დაგვიცავს ჩვენ , იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ და დასაქმებულ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს?!

მით უფრო, როცა იტალიის ხელისუფლებამ ჩვენი არსებობაც კი არ იცის, ოფიციალურად .

საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენ სავიზო რეჟიმის დამრღვევ მოქალაქეებად მოვიაზრებით და შინ დაბრუნების შემთხვევაში, ჯარიმითაც გვემუქრება.

ბატონო გიორგი, კორონავირუსმა ჩვენამდე რომ მოაღწიოს, ვის უნდა მივმართოთ?!

გთხოვთ, განგვიმარტოთ, იღებს ვინმე ჩვენზე პასუხისმგებლობას, თუ მარტო ღმერთის იმედზე ვიყოთ?!

P.S. მეგობრებო, ჩვენ ბევრნი ვართ და ერთად უნდა მოვითხოვოთ, ამ კითხვაზე პასუხი!!!

ეს წერილი პრემიერამდე უნდა მივიდეს!!!

გააზიარეთ, გთხოვთ!!!!“

გაზიარება376

დაკავშირებული -პოსტები

3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. ნათია იოსელიანის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გარდაიცვალა ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სალდაძე
მთავარი

ქვიტირის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა პედაგოგი თემურ სალდაძე "ქვიტირის საჯარო სკოლა ემშვიდობება ჩვენი სკოლის ღირსეულ მასწავლებელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, საუკეთესო მეგობარს ბატონ თემურ სალდაძეს. ათწლეულების განმავლობაში იგი ღირსეულად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ფიზიკური პირის, ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს.  შემოწმების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც მოქალაქეები მოატყუეს და ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისეს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეს კვადროციკლი მოპარეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ კვადროციკლს ფარულად დაეუფლა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სექსუალურ ძალადობა განხორციელდა

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
გეგუთუის ციხეში პატიმრებს კოვიდი დაუდასტურდათ
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრებულ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. პენიტენციური სამსახური აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ დავითაძის...

დაწვრილებითDetails

საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტები უკანონოდ შემოჰქონდათ

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
სარფში არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს
მთავარი

თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიიის შესრულება, - ამის შესახებ აღნიშნულია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"