იტალიაში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, ქვეყნის 13 ქალაქში განგაშის სიგნალი გამოცხადდა. აფრიკული ანტიციკლონი კვლავ გრძელდება, დღეიდან სიცხეები პიკს მიაღწევს. აფრიკული სიცხის მაჩვენებელი 46 °-მდე აიწევს. მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში (ღამითაც).
სინოპტიკოსების თქმით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა სიცილიაში დაფიქსირდება (46 გრადუსი), ხოლო იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურის, 35 გრადუსამდე აწევას ვარაუდობენ. ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.