იტალიის ნაკრებმა 2:1 დააბარცხა ბელგიის ნაკრები და ევრო 2020 -ის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე.
პირველი გოლი 31 -ე წუთზე ნიკოლო ბარელამ გაიტანა ბელგიელთა კარში, მეორე გოლის ავტორი იტალიელთა თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე გახდა.
საპასუხო გოლი 47-ე წუთზე დანიშნული პენალტით გაიტანა ბელგიელმა, რომელუ ლუკაკუმ.
იტალიის მეტოქე ნახევარფინალში ცნობილია, ის ესპანეთის ნაკრები იქნება. შეხვედრა ლონდონში 6 ივლისს გაიმართება.









