სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ემხაურება.
„საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა!“ – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.