გარდაცვლილი ფეხბურთელის და ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„როგორი გამორჩეულიც ახლა არის, ბავშვობიდანვე ასეთი იყო, მახსოვს 3 წლის ასაკში პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი კაცი სად წავიდაო? რომ ვკითხეთ ვინ მკვლელ კაცზე იყო საუბარი, გვიპასუხა ილია ჭავჭავაძე რომ მოკლაო“,- წერს ანი შაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.










